შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან

02 სექტემბერი 2024, 18:00 316 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად.

ასევე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან სომხეთში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის  წევრები, ერევანში საქართველო-სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელშიც ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანი და კომიტეტების წევრები მონაწილეობდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში