პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა

03 სექტემბერი 2024, 14:07 296 ნახვა
 

საქართველოს პარლამენტში ურთიერთბრალდებებისა და რეპლიკების ფონზე გაიხსნა საშემოდგომო სესია. სხდომას არ ესწრება ოზოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც დღეს არაერთხელ უწოდეს კოლექტიური და რადიკალური ოპოზიცია. მოითხოვეს მისი გასამართლება და პარტნიორ ქვეყნებთან კრიზისის შექმნაში დაადანაშაულეს.

მმართველი პარტიის მისამართით ბრალდებები ჰქონდათ ოპოზიციის სხვა წევრებს, რომლებმაც დღეს ტრიბუნა, ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენეს და „ქართული ოცნება“ სიყალბეში დაადანაშაულეს.

მმართველი პარტიის წევრებს ოპონენტებმა მოახლოებული არჩევნები შეახსენეს და  უთხრეს, რომ ეს მათი ბოლო სხდომაა, სადაც ,,ქართული ოცნება'' უმრავლესობაშია.

სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ მათ ექნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და  არაერთ ცვლილებას აანონსებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში