პოლიტიკური განცხადებები

03 სექტემბერი 2024, 14:19 252 ნახვა

ურთიერთბრალდებებისა და რეპლიკების ფონზე გაიხსნა საშემოდგომო სესია საქართველოს პარლამენტში.  სხდომას არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც დღეს არაერთხელ უწოდეს კოლექტიური და რადიკალური ოპოზიცია. მოითხოვეს მისი გასამართლება და დაადანაშაულეს პარტნიორ ქვეყნებთან კრიზისის შექმნაში.

თავის მხრივ ბრალდებები ჰქონდათ ოპოზიციის სხვა წევრებს, რომლებმაც დღეს ტრიბუნა, ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენეს და „ქართული ოცნება“ სიყალბეში დაადანაშაულეს.

მმართველი პარტიის წევრებს ოპონენტებმა მოახლოებული არჩევნები შეახსენეს და  უთხრეს, რომ ეს მათი ბოლო სხდომაა, სადაც ქართული ოცნება უმრავლესობაშია.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ 26 ოქტომბრის შემდეგ ექნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და  არა ერთ ცვლილებას აანონსებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში