მყარი ნარჩენების მართვის 5- წლიანი გეგმის განიხილვა

07 აპრილი 2017, 00:00 3739 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის 5 -წლიანი გეგმა განიხილეს. დოკუმენტის შემუშავებაზე, სტრატეგიაზე, ნარჩენების მდგრად მართვაზე, საკანონმდებლო ჩარჩოსა და მთავრობის მიზნებზე ორგანიზაცია „სენის” წარმომადგენლმა კახაბერ გუჩმანიძემ ისაუბრა. ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებასთან ერთად, 2015 წელს, ძალაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების ვალდებულება შევიდა, რომლის თანახმად, გეგმები 2017 წლის ბოლოსთვის უნდა მომზადდეს. მყარი ნარჩენების მართვის გეგმაზე კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი მუშაობს. შეხვედრას პედაგოგები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დაესწრნენ.   

ამავე კატეგორიაში