კინოჩვენება ხულოში

04 სექტემბერი 2024, 10:04 372 ნახვა

ხულოში ღია ცის ქვეშ კინოჩვენება მოეწყო. ადგილობრივებმა დიდ ეკრანზე ზაზა ხალვაშის ,, ნამე" ნახეს, რომელშიც ხულოელი მსახიობები მონაწილეობენ.

კინოჩვენება  დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტების ორგანიზებით შედგა. დაბა ხულოსთან ერთად ჩვენება მოეწყო სოფელ თაგოშიც.

კინოჩვენებების მიზანი მაყურებლისთვის ქართული კინოს პოპულარიზაციაა. კულტურული აქტივობა გათვალისწინებული იყო პატარებისთვისაც, მათ კინოჩვენების დაწყებამდე  საბავშვო ანიმაციები ნახეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში