ზუსტად 9 საათზე, აჭარის მაუწყებელზე

07 აპრილი 2017, 00:00 2328 ნახვა

 
ვინ ვის სცემა საქართველო-თურქეთის საზღვარზე – ურთიერსაპირისპირო განცხადებები და დაზარალებული მოქალაქე, რომელიც მთავარმა თურქეთში, საავადმყოფოში გადაიღო. ბოლო ინფორმაციით ინციდენტის მონაწილეები დაკავებულები არიან. ნონა დიასამიძის პირდაპირი ჩართვა თურქეთიდან. 
 

ჩაკეტილი უმრავლესობა და არაეფექტური რეფორმები – გზავნილები პრეზიდენტის ანგარიშიდან. დეპუტატების და მინისტრთა კაბინეტის შეფასებები, ასევე აჭარის დეპუტაციის მოხსენება. პირდაპირი ჩართვები ქუთაისიდან ნახევარ საათში. 
 

შიმშილი, თუ მარხვა? ვინ როგორ გაიგო დეკანოზის პროტესტი? ბრალდებული ზიარებას ითხოვს. ბათუმის ეპარქიის მიტროპოლიტმა აღსარების მიღების კურთხევა დეკანოზ რევაზ სიხარულიძეს მისცა. 
 

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი მთავარში 9-ზე. 
 

ასევე,მთავარში 9-ზე გიამბობთ ახალი სპექტაკლის შესახებ, რომლის პრემიერაც დღეს თოჯინების თეატრში გაიმართა. ასე რომ დაგველოდეთ, პირდაპირ ეთერში ნახევარ საათში ვბრუნდებით.

ამავე კატეგორიაში