ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას, ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ სიძულვილის ნორმალიზება, მიგვიყვანდა ტრაგიკულ შემთხვევამდე - პაპუაშვილი

05 სექტემბერი 2024, 11:55 343 ნახვა

ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღისა და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდებისა და ფიქრების.

ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღისა და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.

ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღისა და ძალადობის კამპანიას.
ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ – შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს – „მე ვესროლე“ კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი.

ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში