ერმილე გიგიაძის გარდაცვალება - პოლიტიკური შეფასებები

05 სექტემბერი 2024, 18:05 408 ნახვა

,,ერთიანობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში წყალტუბოში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურნენ. პარტიაში დღეს არაფერი უთქვამთ არის თუ არა როლანდ ნუცუბიძე ენმ -ს წევრი, თუმცა თქვეს, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს ადამიანური ტრაგედიების გამოყენებას და პარალელები გაავლეს ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან.

სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ქართული ოცნების პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ რომ სწორედ სახელისუფლებო პარტიის  პოლიტიკის შედეგია ის რომ ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქართულ ოცნებაში კი ენმ-ს ადანაშაულებენ მომხდარში და მიაჩნიათ რომ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მკაცრი შეფასება უნდა მოჰყვეს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში