კამერული მუსიკის საღამო 

06 სექტემბერი 2024, 10:18 277 ნახვა

ბათუმის დრამატულმა თეატრმა  კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კამერული მუსიკის საღამოს უმასპინძლა.

საკონცერტო რეპერტუარი ავსტრიის კამერულმა ორკესტრმა წარადგინა, რომლის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი მუსიკოსი ირაკლი გოგიბედაშვილია.

ორკესტრი 35 წელია არსებობს და წელს საქართველოში რამდენიმე ქალაქში მართავს კონცერტს. ოთარ თაქთაქიშვილის რამდენიმე ნაწარმოები, რომელიც მევიოლინე ლიანა ისაკაძისთვის იყო დაწერილი, ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის შვილმა ელისო გოგიბედაშვილმა შეასრულა.

საქართველოში ჩამოსვლამდე ეს კონცერტი მან კანადასა და იტალიაში გამართა. ოთარ თაქთაქიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი კონცერტი 8 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში