აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტზე მოისმინეს

06 სექტემბერი 2024, 13:59 349 ნახვა

დღეს, უმაღლეს საბჭოში აჭარის 2024  წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის  ორი კვარტლის ანგარიში მოისმინეს. რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს გააცნო მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსულობების ნაწილში  103 %-ით შესრულდა.

ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა აქცენტი გააკეთა ე.წ. ოცნების ქალაქში  მიმდინარე სამუშაოებსა და ბინების რეგისტრაციის პროცესზე. ისაუბრა სკოლების მშენებლობაზე და თქვა, რომ ერთი სკოლა უკვე აშენდა, 26 კი მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესშია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კომიტეტის წევრებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე ბიუჯეტით, რეგიონის მოსახლეობისთვის გაწეული დახმარების შედეგები გააცნო.

აჭარის  2024 წლის რესპუბლიკური  ბიუჯეტის  ორი კვარტლის შესრულების ანგარიში დეპუტატებმა დღეს ცნობად მიიღეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში