ფესტივალი "კერამიკის ალქიმია" დასრულდა

07 სექტემბერი 2024, 12:12 440 ნახვა

ფესტივალი ,,კერამიკის ალქიმია“- 2024 დასრულდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერამიკული  ნაკეთობები, რომელიც ფესტივალის 12 დღიანი ციკლის განმავლობაში საგანმანათლებლო პრაქტიკული მასტერკლასების დროს შექმნეს მონაწილეებმა.

საღამოზე ასევე წარმოდგენილი იყო ფოტოები გასული წლების ფესტივალებიდან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს ფესტივალმა ახალი დატვირთვა მიიღო და სოფელ ბრილში, იქ სადაც თიხის საბადოა ადგილზე ჩატარდა ხუთდღიანი მასტერკლასი.

ღონისძიება მუსიკალურად ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის ბავშვთა ფოლკლორულმა გუნდმა ,,ჰანგები“, გააფორმა. ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“ 2017 წელს დაარსდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში