საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს ირჩევენ

07 სექტემბერი 2024, 14:47 530 ნახვა
00:00
00:00

საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს ირჩევენ - ბათუმის 88 საუბნო საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებლად 704 კომისიის წევრი უნდა შეირჩეს. პირველ ეტაპზე კომისიის წევრების არჩევა არასაკმარისი ხმების გამო სხდომაზე ვერ მოხერხდა. ისმოდა ბრალდებებიც.

სხდომის წევრების ოპოზიციონერი წარმომადგენლები პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ იმ მიზეზით, რომ მათ არ მიეცათ საშუალება კონკურსანტებისთვის მოესმინათ. ითხოვდნენ, სხდომა გადადებულიყო. ისინი ასარჩევ წევრების ნაწილს კომპეტენციას უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით კომპლექტდება. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში