„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია მაღალმთიან აჭარაში

07 სექტემბერი 2024, 17:58 354 ნახვა

7 კვირა საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე - პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. ,,ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრები ქედის მოსახლეობასთან გამართა და მათ საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე წარუდგინა.

ასევე, მოსახლეობას წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატი - მამუკა თურმანიძე. ამომრჩევლებს შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნეს და იმსჯელეს საჭიროებებზე. დღესვე გაიმართება წინასაარჩევნო შეხვედრები შუახევსა და ხულოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში