ქობულეთში ოპოზიცია პარკის მოწესრიგებას ითხოვს

08 აპრილი 2017, 00:00 3465 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრის მერაბ ცინცაბაძის თქმით, ცენტრალური პარკის მოწყობის მეორე ეტაპი, რომელიც  წინა ხელისუფლების  დროს დაიგეგმა მოქმედმა თვითმმართველობამ არ გააგრძელა. ცინცაბაძის განცხადებით პარკის ტერიტორია უნდა გაზრდილიყო, სადაც შადრევნები , კორტები და  ატრაქციონები განთავსდებოდა. საკრებულოს წევრი ზურაბ პატარაძეს ქობულეთის განვითარებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ქობულეთის გამგებელის განცხადებით, მეორე ეტაპის პროექტის არსებობა მისთვის უცნობია და  აღნიშნული ტერიტორიის პარკისთვის დამატება  ვერ მოხდებოდა, რადგან   წინა ხელისუფლების  დროს ნაკვეთი გაიყიდა. აჭარის მთავრობამ კი ის გასულ წელს დაიბრუნა. კომენტარი აჭარის მთავრობაში არ გაკეთებულა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში