ბათუმის საზაფხულო თეატრში აფროამერიკული მრავალხმიანი სიმღერების კონცერტი გაიმართა.

09 სექტემბერი 2024, 21:52 298 ნახვა

ბათუმის საზაფხულო თეატრში აფროამერიკული მრავალხმიანი სიმღერების კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველო“ იყო. „ფოლკლორულის საქართველოს“ პროექტი „მრავალხმიანობა, განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულები“, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში მომღერალი მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან შეიკრიბნენ და შეიმუშავეს რეპერტუარი. პროექტის მიზანია ქართული და ამერიკული კულტურების დაახლოება. კონცერტს აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ ლ.დანიგანი ესწრებოდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში