ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

11 სექტემბერი 2024, 22:36 226 ნახვა

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მეორე დღეა მიმდინარეობს „ბათუმის ხელოვნების ფესტივალი“.  მაყურებელმა მოუსმინა ბახისა და შოპენის კომპოზიციებს. ორკესტრს რუმინელი მუსიკოსი კრისტიან ლუპესი დირიჟორობდა, ხოლო საფორტეპიანო რეპერტუარი ახალგაზრდა პიანისტმა ბარბარე თათარაძემ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა“ წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი. ფესტივალი 15 სექტემბერს დასრულდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში