“ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებას ტყუილს უწოდებს

12 სექტემბერი 2024, 20:02 233 ნახვა

"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას ტყუილს უწოდებს. ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ახლა საქართველოსთვის გაყინულია 14 მილიარდი, რომელიც ხელმისაწვდომი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მომენტშივე ხდება.

14 მილიარდი ჯამური ბიუჯეტია ევროკომისიის მიერ 2021 წელს დამტკიცებული ფონდის - ეს ფონდი ფინანსურ დახმარებას - იგივე გრანტებს გასცემს კონკრეტულ პროექტებზე ქვეყნებიდან, რომლებსაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უკვე აქვთ გახსნილი ან ამის პოტენციური კანდიდატები არიან. ამ ეტაპზე ბენეფიციარია შვიდი ქვეყანა -ალბანეთი, ბოსნია- ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში