შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი

13 სექტემბერი 2024, 13:40 250 ნახვა

ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი გრძელდება.  მესამე საფესტივალო დღეს   მასში  მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის სახელმწიფო კვარტეტმა.

მუსიკოსები საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდნენ. კვარტეტმა შეასრულა როგორც ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებები, ასევე ყაზახური და ქართული, კერძოდ კი, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის კომპოზიციები.

ფესტივალის ორგანიზატორის, ელისო ბოლქვაძის თქმით, ყაზახეთი წელს პირველად ჩაერთო ფესტივალში და მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობისთვის.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში