მოსმენა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე

13 სექტემბერი 2024, 11:09 210 ნახვა

„არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“ - ამ საკითხზე აშშ-ში მოსმენა გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეკა გიგაურის თქმით, ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

განცხადებები გააკეთეს სენატორებმა, მათ შორის ჯინ შაჰინმა,რომელმაც გაიხსენა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა. ამერიკელმა კანონმდებელმა ისევ გაიმეორა, რომ  პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა ის იყო, რომ აშშ-ს შეეწყვიტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. 

ჯიმ რიშის თქმით კი,  არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირში გაწევრიანებას შეაჩერებს.

ამასთან მოხარულია, რომ აშშ-მა საქართველოსთან  პოლიტიკის გადახედვა დაიწყო და მიმდინარე დახმარებაში პაუზა აიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში