იუსტიციის მინისტრმა და „EUROPRIS"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს

14 სექტემბერი 2024, 10:35 200 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და „EUROPRIS"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრა პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობდა. მასში ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველო 2023 წელს გახდა.

 

იუსტიციის მინისტრმა და "EUROPRIS"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თბილისის კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

 

გუსტავ ტალვინგმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს ღონისძიების ორგანიზებისა და "EUROPRIS"-თან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც მხარეებს შორის 2023 წლის მაისში ჰააგაში გამართული შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა.

 

შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში