ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიმაჩნია, ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი -

14 სექტემბერი 2024, 12:49 269 ნახვა

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება.

„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – წერს გენო პეტრიაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში