ირაკლი კობახიძე სანქციებთან დაკავშირებით

17 სექტემბერი 2024, 17:56 200 ნახვა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ექნება. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე ღიაა შეხვედრებისთვის, რაზეც მეორე მხრიდან არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები.

ამასთან, პრემიერმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ძალოვნების დასანქცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ის პოლიციელები არიან, რომლებმაც ქვეყანას რევოლუცია ორჯერ აარიდეს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში