საქველმოქმედო გამოფენა

09 აპრილი 2017, 00:00 2690 ნახვა

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ქობულეთში. ღონისძიება საქველმოქმედო იყო. სხვადასხვა სახის ნივთი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ღირსეული სიბერის”  პროექტის მონაწილე ქალებმა დაამზადეს.  პროექტის ფარგლებში მათ შესაბამისი ტრენინგი გაიარეს, შეიმუშავეს  ბიზნეს გეგმები, რომელიც ასოციაცია "ღირსეულმა სიბერემ" დააფინანსა. გამოფენაზე შესული თანხით ორგანიზაცია მარტოხელა ხანდაზმულებს სააღდგომოდ პასკასა და კვერცხებს შეუძენს. ღონისძიებას თვითმმართველობის წევრები და რიგითი ქობულეთელები ესწრებოდნენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში