აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვა

21 სექტემბერი 2024, 11:52 276 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები - უწყების საქმიანობის ანგარიში და პრიორიტეტები მინისტრმა თავად გააცნო საზოგადობას. როგორც ირკვევა უწყება არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დანერგვას და პროგრამულ ცვლილებებს გეგმავს, როგორიცაა: გულის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის ძვირადღირებული სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის დაფინანსება; - მოხუცთა დღის ცენტრი; 
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით კი დაგეგმილია სკრინინგები ზრდასრულებსა და მოზარდებში; ასევე დაფინანსდება მხედველობის დარღვევების ადრეული გამოვლენა სამიზნე ჯგუფში.  აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 4 ათას 465-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება.
რაც შეეხება სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაცია/მშენებლობა და ადგილმონაცვლეობას 10 მილიონ ლარამდე გამოიყო, რის შედეგადაც 1 200 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში