„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში - შეფასება

21 სექტემბერი 2024, 18:02 228 ნახვა

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რაც, მათი მტკიცებით, ამომრჩევლებს რეალურად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგს. ამის შესახებ საუბარია „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშს მხარეები ეხმაურებიან.  მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი ვინც ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანა სურთ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპაში უვიზო მიმოსვლას  საფრთხეს  „ქართული ოცნება“  უქმნის.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში