ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

23 სექტემბერი 2024, 09:54 270 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22 სექტემბერს ეწვია.

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთან.

მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში