ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

23 სექტემბერი 2024, 10:45 320 ნახვა

ბათუმის მეორე საერთაშორისო  თოჯინების თეატრალურ ფესტივალი ნიკოლოზ საბაშვილისა და  ირაკლი კიკვაძის სპექტაკლით „ოჯახით“ გაიხსნება. 

ფესტივალის ფარგლებში  ოთხი დღის განმავლობაში  დაგეგმილია  14 სპექტაკლის  ჩვენება, ასევე   სხვადასხვა  ლოკაციაზე    მასტერკლასები და სემინარები უნდა გაიმართოს. ფესტივალის  გახსნასთან დაკავშირებით, დღეს 19 საათზე  საზეიმო მსვლელობა  მოეწყობა, ბულვარის შესასვლელში  ქართული და ფრანგული თეატრების  გიგანტური  თოჯინები  მოაწყობენ დღესასწაულს   შეკრებილი სტუმრებისთვის.

წელს ფესტივალის  მასშტაბები გაიზარდა და ქართულ დასებთან ერთად 6 უცხოური დასი იქნება  წარმოდგენილი. გამარჯვებულები   7 ნომინაციაში  5 წევრიანმა  ჟიურიმ უნდა გამოავლინოს.

სპექტაკლების ჩვენება ბათუმის  თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ თეატრში  გაიმართება, სადაც დასწრება უფასო,  ადგილები კი შეზღუდულია.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში