ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

24 სექტემბერი 2024, 08:54 221 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში