აქცია საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით

10 აპრილი 2017, 00:00 4935 ნახვა

ყოფილ პოლიციელს გია ხალვაშს, რომელიც  საპატრულო პოლიციის უფროს დაუპირისპირდა, სოლიდარობა გამოუცხადეს მისმა ახლობლებმა. ისინი აჭარის საპატრულო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციას კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ხელმძღვანელობდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, 11-12 მარტის საქმეზე მიმდინარე  გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვოს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახაბერ ბუხრაძემ.

ღოღობერიძე აცხადებს, რომ ნაწილობრივ არ ენდობა გამოძიებას, რადგანაც მისი მტკიცებით, მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები მოწმეებმა ზეწოლის ქვეშ მისცეს.

"ჩემს მეუღლეს სამსახურში პრობლემები კახაბერ ბუხრაძის მოსვლამდე არ ჰქონია" აცხადებს განთავისუფლებული პოლიციელის მეუღლე. ნინო საფარიძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანებაში გენერალური ინსპექცია  გია ხალვაშს კონფლიქტურ პიროვნებად მოიხსენიებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ხალვაშის მეუღლე აცხადებს , რომ გია ხალვაში დაპირისპირებაში იყო კახაბერ ბუხრაძესთან და ის ავალებდა მაღალი ჯარიმების გამოწერას. 

ახლობლები გია ხალვაშის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში