ბათუმში ხელოვნების ფესტივალი „არტ შოუ“ დასრულდა

25 სექტემბერი 2024, 21:19 250 ნახვა

ხელოვნების ფესტივალი „Art Show'' წელს მეორედ გაიმართა და ბათუმის საზაფხულო თეატრში გალა-კონცერტით დასრულდა. ფესტივალი 14 სექტემბერს დაიწყო და მასში საოპერო დასებისა და სტუდიების წარმომადგენლების გარდა ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

17 სექტემბერს დაიწყო მასტერკლასები, რომლის შედეგადაც დაიწყო რეპერტუარზე მუშაობა, რომელიც გალა-კონცერტით დასრულდა.

ხელოვნების ფესტივალ  "არტ შოუ“-ს მთავარი მიზანი, როგორც ზოგადად ხელოვნების, ასევე ქართული და ევროპული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში