როლანდ შავაძე ბსუ-დან გაათავისუფლეს

27 სექტემბერი 2024, 10:59 365 ნახვა

როლანდ შავაძე უნივერსიტეტიდან გათავისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორებით ხსნის. ძლიერი საქართველოს სიის მესამე ნომერი აცხადებს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს აღებისას მის მიმართ კეთილგანწყობას იჩენდა ბსუ-ს ადმინისტრაცია, დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საპროტესტო აქციებს შეუერთდა და პოლიტიკაში წასვლა დააანონსა.

როლანდ შავაძე სასამართლო დავას აპირებს.

ბსუ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში