ხელვაჩაურის გამგეობა ბრალდებებს უარყოფს

10 აპრილი 2017, 00:00 3509 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის ნუგზარ ბოლქვაძის ბრალდებას ხელვაჩაურის გამგეობაში პასუხობენ. ადმინისტრაციის სამსახური უფროსი მირზა ბახტაძე განმარტავს, რომ გამგეობას საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 30-ე მუხლი ითვალისწინებს ადამიანების უკონკურსოდ აყვანას მოვალეობის შემსრულებლებად.

მისი თქმით, სწორედ ამ მუხლით იხელმძღვანელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ. 

დღეს ხელვაჩაურის გამგეობა კანონმდებლობის დარღვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დაადანაშაულა. ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა კანონის გვერდის ავლით კონკურსის გარეშე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 20-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანა სამსახურში. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში