ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის კონსულტაციებზე 

10 აპრილი 2017, 00:00 1768 ნახვა

ბოლო პერიოდში ყველაფრის პრეზიდენტზე გადაბრალებამ გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო - ასე გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის განცხადებას.   პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ დაიწყო, წარმატებით დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში