რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს - სერგეი ლავროვი

29 სექტემბერი 2024, 10:01 258 ნახვა

მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.

ლავროვის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სამართლიანად აფასებს წარსულს.

„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბრალოდ, სამართლიანად აფასებს წარსულს. მათ თქვეს, რომ „სურთ ისტორიული შერიგება“. თუმცა, რა სახით, რა ფორმით შეიძლება, მოხდეს ეს შერიგება – ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, იქ გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, ჩვენ, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით, დავეხმაროთ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში