„ქართული ოცნების“ ბრალდება არასამთავრობო ორგანიზაციებს

29 სექტემბერი 2024, 11:59 217 ნახვა

მმართველი პარტიისთვის, არასამთავრობო სექტორის ნაწილსა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობას შორის ზღვარი წაშლილია - არაობიექტურობაში "ქართული ოცნება" ყველა იმ ორგანიზაციას ამხელს, რომელთა დამფუძნებლები და წარმომადგენლები არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ, პარალელურად კი ოპოზიციური პარტიების წევრები არიან. ოპოზიციურ პარტიები პრობლემას ვერ ხედავენ, რატომ არ უნდა იყვნენ მათ საარჩევნო სიებში მესამე სექტორის წარმომადგენლები. ამბობენ, რომ ამას კანონი არეგულირებს და არაფერი ირღვევა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში