კოალიცია ''ჩვენი ხმა ევროკავშირს'' განცხადება

30 სექტემბერი 2024, 10:55 257 ნახვა

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა”, რომელიც 30 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტო სადამკვირვებლო მისიისთვის ემზადება.  

კოალიცია “ჩვენი ხმა ევროკავშირს” სპიკერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე იმ პროცესებზე ისაუბრა, რომლებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. მისი განცხადებით, დაწყებულია სიძულვილის კამპანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ. იგი ასევე ხელისუფლების მიერ მათი საქმიანობის ხელშეშლაზე საუბრობს.

მათ შორის თოლორაია ასახელებს რეპუტაციის შელახვას, რესურსების წვდომისა და მათი გამოყენების აკრძალვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხების მცდელობას.

თოლორაიას განცხადებით,  არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, ისინი  ამომრჩევლის ხმებს დაიცავენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში