ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს

30 სექტემბერი 2024, 22:06 265 ნახვა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორის, გერტ იან კოოპმანის განცხადებით,საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს .

ეს განცხადება გერტ იან კოოპმანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.მისი თქმით ძალიან ნელა მიმდინარებს ე.წ. ცხრა  პუნქტის შესრულებასთან დაკავსირებითა.

„ჩვენ ამაყები ვიყავით, რომ ქვეყანა გახდა კანდიდატი გასულ წელს და ნათელია, რომ უცხოური აგენტების კანონით, რიგი სხვა მოვლენებით, ის გზას ჩამოშორდა და დაცილდა ევროკავშირს. როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი არ დაშორებულა ევროკავშირს. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებებისადმი მხარდაჭერა რჩება 80-დან 90 პროცენტამდე. ასე რომ, პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მცირე პროგრესი იქნა მიღწეული ე.წ. ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელთა შესრულებაა საჭირო, რის შედეგადაც ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მკაფიო მითითებებს იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთებაა საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად. ძალიან ნათელია, რომ ამ მხრივ კრიტიკული ფაქტორი უნდა იყოს უცხოური აგენტების კანონის გაწვევა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ამგვარად, რომ შევაჯამოთ, ჩვენ არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი, არამედ პირიქით, თუმცა ჩვენ გვაქვს რეალური პრობლემა მთავრობის პოლიტიკის კურსთან. და მე ვიცი, რომ მომავალ თვეში საქართველოში დაგეგმილია არჩევნები“, – განაცხადა გერტ იან კოოპმანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში