წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი

02 ოქტომბერი 2024, 14:33 395 ნახვა

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლის სისტემების მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორისაა  ხელვაჩაურის სოფლები.

ამავე მუნიციპალიტეტში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა შარაბიძეებში, ზანაქიძეებში, ხელვაჩაურსა და მახვილაურშიც არის დაგეგმილი.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის დასრულების შემდეგ აჭარის 39 სოფელი და დაბები  24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით ისარგებლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში