კონგრესის რეზოლუცია

10 აპრილი 2017, 00:00 1487 ნახვა

აშშ-ის კონგრესმენებმა წარმომადგენელთა პალატაში ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს. რომელშიც აღნიშნულია ნატო-ს როლი, როგორც აშშ-სა და ევროპას შორის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი.

ამასთანავე, რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მიმართ.

რეზოლუციაში ასევე, ხაზგასმულია რუსეთის აგრესიული ქმედებები ნატო-ს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, მათ შორის, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაც. 

ამავე კატეგორიაში