ურსულა ფონ დერ ლაიენი 26 ოქტომბრის არჩევნებს გამოცდას უწოდებს

02 ოქტომბერი 2024, 21:20 330 ნახვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრაზე ლაიენმა განაცხადა, რომ  - არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

„მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული გზის დაჩქარების საკითხზე. ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს, როდესაც ისინი 26 ოქტომბერს თავიანთ ევროპულ მომავალს გამოაცხადებენ“, – წერს ზურაბიშვილი.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

„ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენ ერთმანეთს მნიშვნელოვან მომენტში შევხვდით, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის“, – წერს ლაიენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში