დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

02 ოქტომბერი 2024, 22:14 372 ნახვა

დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე განხორციელდება სკვერის მიმდებარედ არსებული ადმინისტრაციული შენობების ფასადების რეაბილიტაცია. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

სკვერის რეაბილიტაცია დაახლოებით, 2 821 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, გარე განათება, საფეხმავალო ბილიკი, შადრევანი. ასევე, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.

აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 026 160 ლარია გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე წინადადების მიღება დასრულებულია და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში