ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში 53 ბათუმელი გაასაჩივრებს

11 აპრილი 2017, 00:00 2765 ნახვა

კამპანია ”ეს შენ გეხება” ე.წ. მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს. კამპანია იმ ინდივიდუალურ სარჩელებს შეიტანს სასამართლოში, რომელიც მოქალაქეებმა სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეაგროვეს.

ბათუმში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ოფისს  ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრების მოთხოვნით 53 მოქალაქემ მიმართა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საჩივრების რაოდენობა სამას აპლიკაციას სცდება.

ნებისმიერ მოქალაქეს საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმართვის შესაძლებლობა კამპანია "ეს შენ გეხებამ" მისცა, რომელმაც ელექტრონული სარჩელის ფორმის აპლიკაცია ონლაინ გაავრცელა.

 აპლიკაციაში წერია: "ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები. შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა".

 

 

ამავე კატეგორიაში