ირაკლი კობახიძე - უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი

04 ოქტომბერი 2024, 10:26 322 ნახვა

პრემიერმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით უპასუხა მედიის შეკითხვებს, მათ  შორის იყო აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური პოსტი  სოც.ქსელში, რომელიც ეხება ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის მონაცემებს და რომელსაც  ოთხი წლის თავზე ამერიკის საელჩო გამოეხმაურა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს კი ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში