საერთაშორისო გამჭვირვალობა: "სახელფასო დანამატი ხელფასების შევსების მიზნით გაიცემა"

11 აპრილი 2017, 00:00 2590 ნახვა


აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში,  2016 წელს თანამდებობრივმა სარგომ,  პრემიებმა, დანამატებმა და საწვავისა და მივლინების ხარჯმა  15 მილიონ 407 ათასი ლარზე მეტი შეადგინა, აქედან 12 მილიონზე მეტი სახელფასო ხარჯები იყო.  

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - 2016 წლის კვლევის პრეზენტაციას ამ წუთებში მართავს. მათი შეფასებით,  მთავრობაში  სახელფასო დანამატი ხელფასების შევსების მიზნით გაიცემა და არა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

შრომის ანაზღაურება საერთო მოცულობა 12 058 202 ლარი ამგვარად გადანაწილდა: ხელფასი - 6 მილიონ 867 ათას 160 ლარი, დანამატი 3 მილიონ 458 ათას 197 ლარი, პრემია მილლიონ 752 ათას 845 ლარი. შტატგარეშეტა ანაზრაურება 2 მილიონ 641 ათას 149 ლარი, სულ ჯამში კი 12 მილიონ 58 ათას 202 ლარი

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში