ოთხი სოფელი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის მიღებულ კომპენსაციას აპროტესტებს

11 აპრილი 2017, 00:00 2079 ნახვა

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში ოთხი სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ.  ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის მიღებულ კომპენსაციას აპროტესტებენ. ადგილობრივები დამატებით თანხას ითხოვენ. ფიქრობენ, რომ მათ მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილი ნაკვეთები გაცილები ძვირია, ვიდრე სახელმწიფომ გადაუხადა კომპენსაციის სახით.

კომპენსაციის სახით, სოფლის მცხოვრებლებმა ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვთში 4 ლარი და 40 თეთრი მიიღეს. აქციის მონაცილეებს ფინანსთა და ეკონომკის სამინისტროს და შპს "ჰიგიენა 2009"-ის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივები ქობულეთში აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინიტრს რამაზ ბოლქვაძეს ელოდებიან. 

ამავე კატეგორიაში