თბილისის რამდენიმე სკოლაში შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ - სამინისტრო

07 ოქტომბერი 2024, 17:30 358 ნახვა
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით რამდენიმე სკოლაში შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებმა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს.

შეგახსენებთ, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში დღეს ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე შესაბამისი უწყებები მუშაობდნენ.

განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში