ოპოზიციის შეხვედრები პრეზიდენტთან 

08 ოქტომბერი 2024, 15:01 269 ნახვა

ე.წ. ტექნიკურ მთავრობის შექმნის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციის კონსულტაციები გრძელდება. ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ხვდება.

როგორც შეხვედრამდე განაცხადეს, პრეზიდენტთან ე.წ. ტექნიკურ მთავრობასა და „ქართული ქარტიის“ შესრულების პროცესთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. 

კონსულტაციები დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთანაც გაიმართება. პროცესი გუშინ დაიწყო.

პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, რომელთაც გამოუცხადეს „სრული მხარდაჭერა პროცესს“.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში