ოპოზიციის შეხვედრები პრეზიდენტთან

08 ოქტომბერი 2024, 18:14 268 ნახვა

ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციის კონსულტაციები გრძელდება. 

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა, მისივე თქმით პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში