მასწავლებლის კვირეული შუახევში

08 ოქტომბერი 2024, 18:22 459 ნახვა

შუახევში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, მასწავლებლის ეროვნული დღე პედაგოგებს, შუახევის მერმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

აღნიშნულ ღონისძიებას 70-მდე მასწავლებელი დაესწრო. ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა 50 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე საჯარო სკოლის მოქმედი 17 პედაგოგი, ხოლო საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის 48 პედაგოგს მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში