სახალხო დამცველის ანგარიში

09 ოქტომბერი 2024, 14:12 263 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი 15 ფაქტს ასახელებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში  სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და აპარატს აქვს იდენტიფიცირებული. 

ლევან იოსელიანის განცხადებით, რამდენიმე  ფაქტი ‘’ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფას ეხება, ერთი ფაქტი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა მიმართ ზეწოლას ‘’ქართული ოცნების’’ სასარგებლოდ ხმების შეგროვების მიზნით, 5 ფაქტი კი კერძო საკუთრების სავარაუდო დაზიანებას, საიდანაც   ერთი  ქართული ოცნების ერთ-ერთი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის საკუთრების მიმართ განხორციელდა.  

გარდა ამისა, ომბუდსმენის აპარატი სწავლობს  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ლექტორთან  შრომითი ურთიერთობის თაობაზე შესაძლო პოლიტიკური მოტივით  მიღებულ  გადაწყვეტილებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში